რატომ ლიზინგი?

15.07.2022

ავტომობილისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად დღეს უამრავი შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს ერთიანი თანხა არ აქვს ავტომობილის შესაძენად და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს, შეუძლია მიმართოს ისეთ ფინანსურ ორგანიზაციებს როგორებიცაა: ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, სალიზინგო კომპანიები. ამ ფინანსურ ორგანიზაციებს კი აქვთ ისეთი სერვისები, როგორებიცაა: ავტო სესხი ან ავტო ლიზინგი. ორივე მათგანი ერთ მიზანს, ავტომობილის ხელმისაწვდომობას ემსახურება, თუმცა ორივე განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას უქმნის მომხმარებელს. თითოეულით სარგებლობა შეიძლება ვიღაცისთვის უფრო კომფორტული აღმოჩნდეს, ვიღაცისთვის კი – არა. და მაინც, რატომ ლიზინგი?

მოცემული ბლოგი დაეთმობა ლიზინგს და იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომლის გამოც შეიძლება მომხმარებელმა უარი თქვას ავტო სესხზე და უპირატესობა ლიზინგს მიანიჭოს. განვიხილოთ მოგოს ლიზინგის მაგალითზე: 

მომსახურების სისწრაფე

ნებისმიერი სერვისისა თუ მომსახურების შეფასებისას, მისი ავკარგიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სისწრაფეა .

 რამდენად სწრაფად და მარტივად შეუძლია მომხმარებელს სასურველი სერვისით სარგებლობა? ყველაზე ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს მომხმარებლის დადებით ან უარყოფით სამომხმარებლო გამოცდილებას. მოგოში ლიზინგით სარგებლობა ძალიან მარტივ და ხალმოკლე პროცედურას უკავშირდება და ძრითადად მოიცავს სალიზინგო განცხადების ონლაინ გაკეთებას და საბოლოოდ ხელშეკრუელბის დადებას კომპანიასთან. ეს ყველაფერი კი საჭიროებს სულ რაღაც 1-2 სამუშაო დღეს.

მრავალი სახეობის სატრანსპორტო საშუალების ხელმისაწვდომობა

ბანკებსა თუ სალიზინგო კომპანიებს ძირითად შემთხვევებში მომხმარებლებს შეუძლიათ მიაკითხონ მაშინ, როდესავ ავტომობილის შეძენა სურთ. სინამდვილეში კი მოთხოვნა ავტომობილის გარდა მრავალ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზეა, მათ შორის, სკუტერზე, მოპედზე და სპეც ტექნიკაზე. მოგო ავტომობილის გარდა, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგით შეძენას სთავაზობს მომხმარებლებს.

ლიზინგით ავტომობილი ფასდება საბაზრო ღირებულების მაქსიმუმით

ავტომობილისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების შეძენისას, მაშინ როდესაც მომხმარებელს არ აქვს ერთიანი საკმარისი თანხა და საფინანსო ორგანიზაციის ფინანსურ დახმარებას საჭიროებს, ძალიან მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რომელიც საკმარისია მისთვის სასურველი მოდელის შესაძენად. მოგოში ლიზინგით სარგებლობა გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლის მიერ შერჩეული ავტომობილი ფასდება მისი საბაზრო ღირებულების მაქსიმუმით და შესაბამის თანხას იღებს ავტომობილის შესაძენად. ეს გარემოება კი ეხება მოგოს სხვა ყველა პროდუქტს, ანუ სკუტერ ლიზინგსა და სპეც ტექნიკის ლიზინგს.

იხილეთ სტატია: 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილის საბურავის არჩევისას.

რატომ ლიზინგი – ხელმისაწვდომობა

მრავალი შემთხვევა არსებობს, რომელთა თანახმადაც მომხმარებელს აქვს ავტომობილის სწრაფად შეძენის საჭიროება, თუმცა საკრედიტო ისტორია ნაკლებად უწყობს ხელს იმაში, რომ სესხი აიღოს. შეიძლება ვიღაცას ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და იმის გამო, რომ წარსულში მრავალთვიანი სტაბილური შემოსავალი არ უფიქსირდება, ბანკმა უარი უთხრას ავტო სესხზე. მოგოში ამ მიზეზით ავტო ლიზინგით სარგებლობაზე უარი არ გაიცემა და სწორედ მსგავს მომენტებში შეიძლება აღმოჩნდეს მოგო ერთადერთი გამოსავალი მომხმარებლებისათვის.

მომხმარებელზე მორგებული სერვისი

მოგოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მომხმარებელზე მორგებული გამოცდილების შექმნა და ორმხრივი სარგებელი. ამ ორმხრივობაში კი მოიაზრებიან მოგო და მისი მომხმარებელი. მომხმარებელზე მორგებული სერვისი კი გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი გართულება და გაუთვალისიწნებელი პრობლემა, რომელიც სალიზნგო თანხის გადახდის პერიოდში შეიძლება გამჩნდეს, აუცილებლად მოგვარდება, თუკი მომხმარებელსა და მოგოს შორის იარსებებს დროული კომუნიკაცია. ეს პრობლემები კი შეიძლება ეხებოდეს იმას, რომ მომხმარებელი საჭიროებდეს სალიზინგო ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას, გადასახდელი რიცხვის ცვლილებას ან სხვა მსგავს დეტალს.

წაიკითხეთ ასევე ჩვენი ბლოგი: ავტომობილის საბურავების შერჩევა  | ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისთვის | მიზეზები თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე