უკულიზინგი თუ ავტო ლომბარდი?

17.02.2022

თუკი ერთხელ მაინც გადაგიწყვიტავთ ავტომობილის შეძენა იმ პირობებში, როდესაც არ გქონდათ ერთიანი თანხა და ამ დროს ალტერნატივების ძიებაც დაიწყეთ, აუცილებლად გექნებათ გაგონილი მინიმუმ სიტყვა „ლიზინგი“ და მაქსიმუმ სიტყვათა წყობა „მოგოს ლიზინგი“. ამ ბლოგის მკითხველისათვის შესაძლოა ძალიან ნაცნობია ლიზინგის ცნება და მანქანის შეძენის ყველაზე სწრაფი საშუალება ასოციაციურად მისთვის შეიძლება სწორედ ეს უკანასკნელია, თუმცა აღნიშნული ბლოგით მოგოს კიდევ ერთ პროდუქტზე მინდა მოგახსენოთ. რა ხდება მაშინ, როდესაც ავტომობილის შესაძენად კი არ გჭირდებათ ფული, არამედ ავტომობილი გსურთ ფულის მისაღებად. აღნიშნული სერვისი საქართველოსა და სხვა ქვეყნების ბაზარზე უკვე არსებობს და ამ სერვისებს განეკუთვნება ყველასთვის ცნობილი ავტო ლომბარდი და არც ისე ბევრი ადამიანისათვის ცნობილი უკულიზინგი. მომხმარებლებისათვის ხშირად ბუნდოვანია ამ ორი ტერმინი მსგავსება თუ განსხვავება და აღნიშნული ბლოგიც  სწორედ ამ საკითხის განხილვას დაეთმობა:

რა მსგავსება ან განსხვავებაა უკულიზინგსა და ავტო ლომბარდს შორის?

სამომხმარებლო დონეზე ორივე პროდუქტი არის საშუალება იმისა, რომ მომხმარებელმა თავისი ავტომობილის ნაცვლად მიიღოს თანხა, თანაც ისე, რომ მანქანის მართვის უფლება დაიტოვოს და ფულის მიღების პარალელურად იყენებდეს ამ მოძრავ ქონებას. უკულიზინგიც და ავტო ლომბარდიც არის ავტომობილის უზრუნველყოფით თანხის მიღების საშუალება. მას მერე რაც საფინანსო ორგანიზაცია მანქანის სანაცვლოდ მომხმარებელს აძლევს ერთიან თანხას, შემდეგ უკვე მომხმარებელმა უნდა დაუბრუნოს ფული კომპანიას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ავტომობილი მომხმარებლის როგორც საკუთრებაში, ისე მფლობელობაში. (უკულიზინგის უფრო დეტალური მნიშვნელობასათვის შეგიძლიათ იხილოთ მოგოს ბლოგი თუ რა არის უკულიზნგი)

უკულიზინგი| ავტო ლომბარდი | avto sesxi | avto lizingi | mogo.ge

ამ დახასიათების შემდეგ ჩნდება კითხვა – რა განსხვავებაა უკულიზინგსა და ავტო ლომბარდს შორის?

მომხმარებელს ყველაზე მეტად აინტერესებს ისეთი დეტალები როგორებიცაა: მაქსიმუმ რა ოდენობის თანხას მიიღებს ავტომობილის სანაცვლოდ კომპანიისგან, ვალდებულების დაფარვის მინიმუმ და მაქსიმუმ პერიოდი რა არის, რამდენ პროცენტს აფინანსებს საფინანსო კომპანია და სხვა. ეს იმ პირობების ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული ბაზრიდან გამომდინარე მომხმარებელზე მორგებული ფორმით უფრო მეტად უკულიზინგის შემთხვევაში აღმოვაჩენთ.

უკულიზინგი| ავტო ლომბარდი | avto sesxi | avto lizingi | mogo.ge

მოდით, ეს ყველაფერი განვიხილოთ მოგოს უკულიზინგის მაგალითზე:

  • მოგო მომხმარებელს სთავაზობს 10 000 ლარამდე თანხის მიღებას მანქანის სანაცვლოდ მაშინ, როდესაც ავტო ლომბარდის შემთხვევაში ეს თანხა მერყეობს 2 500-დან 50 000 ლარამდე.  ცხადია ამ დროს მნიშვნელოვანია როგორ აფასებს კომპანია მანქანას. მოგო თქვენს ავტომობილს შეაფასებთ მისის მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით.
  • მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ასევე გადახდის პერიოდიც. მოგოში 84 თვეზე შეგიძლიათ გაანაწილოთ თქვენი ვალდებულება მაშინ, როცა ავტო ლომბარდის შემთხვევაში, როგორც წესი, ეს თანხა 72 თვემდეა.
  • რაც მთავარია, უკულიზინგზე განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ სულ რამდენიმე წუთში, რომელსაც მოგოს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში განიხილავენ და ამავე დროში დაგიკავშირდებიან.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi | უკულიზინგი

გადადი პროდუქციის ფორმაზე